„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1754321898
უკრაინაში, კიდევ 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
ბახმუტთან რუსი ოკუპანტების იერიშს ვახტანგ ბარაბაძე და დავით ქუჩუკიანი ემსხვერპლნენ.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია ორივე ქართველის გმირის ოჯახს უკვე შეატყობინეს.
ქუჩუკიანი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის მკვიდრია. როგორც მეზობლები ჰყვებიან, ის მისიის დასრულების შემდეგ, პოლონეთში იყო წასული სამუშაოდ, თუმცა უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე შეუერთდა იქ მებრძოლ ქართველებს.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 40 ქართველი ემსხვერპლა.
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1754321898
ცნობილი ქართველი წყვილი დაშორდა
1754251043