უკრაინამ რუსეთზე დრონებით იერიში განახორციელა

„ჰეზბოლამ“ ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ თათრეთის რესპუბლიკაში „შაჰედების“ საცავს დრონებით დაარტყა. ცნობას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს და აღნიშნავს, ერთ ერთ სოფელ მდებარე საწყობში არა მხოლოდ უპილოტო საფრენი აპარატები, არამედ უცხოური წარმოების ნაწილებიც ინახებოდა. დრონი ლოგისტიკური ჰაბის შენობას მოხვდა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა.

უკრაინის მხრიდან დრონებით იერიშზე იუწყება სარატოვის გამგებელიც. მისი მტკიცებით ერთ ერთ საწარმოში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა.