უკრაინამ „დრუჟბას“ ნავთობსადენი აღადგინა

დრუჟბა

უნგრული ნავთობკომპანია Mol-ის ცნობით, „უკრტრანსნაფტმა“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ნავთობსადენ „დრუჟბას“ სისტემის მეშვეობით ბელარუსიდან უკრაინაში ნედლი ნავთობის შედინება 22 აპრილს, შუადღისას დაიწყო, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

MOL ვარაუდობს, რომ ნედლი ნავთობის პირველი მიწოდება უნგრეთსა და სლოვაკეთში არაუგვიანეს ხვალიდან განახლდება.

Reuters-ის, ცნობით, სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრმა დენისა საკოვამ განაცხადა, რომ ქვეყანაში ნავთობის მიწოდება, შესაძლოა, ხუთშაბათს დილით განახლდეს.