"გამგზავრებამდე, სამი დღით ადრე, მოულოდნელად გარდაიცვალა, ეს იყო შოკი..." - თამთა კვარაცხელია
1778098791
რუსეთის მიერ სუმის საბავშვო ბაღზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა.
როგორც უკრაინული მედია წერს, შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო შვიდი დაშავდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაღუპულები დაწესებულების თანამშრომლები იყვნენ.
„სამწუხაროდ, საგანმანათლებლო დაწესებულებაზე რუსული დარტყმის შედეგად დაწესებულების ორი თანამშრომელი დაიღუპა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, დაშავებულიდან ერთ-ერთი მძიმე მდგომარეობის გამო საავადმყოფოში რჩება.
ოფიციალური პირების ცნობით, თავდასხმა სუმის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სამოქალაქო ობიექტზე ორი უპილოტო აპარატით მოხდა. დარტყმის დროს ბავშვები შენობაში არ იმყოფებოდნენ.