რუსეთმა ლვოვის რეგიონზე იერიში მიიტანა - არიან დაშავებულები, ასევე დაზიანებულია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი

ლვოვი

 რუსეთმა უკრაინის დასავლეთით მდებარე ლვოვის რეგიონზე იერიში მიიტანა. დრონებით შეტევა იყო ქალაქ ლვოვზეც, შემთხვევის შედეგად დაშავდა 32 ადამიანი. იერიშის შედეგად ქალაქში დაზიანებულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, მე-17 საუკუნის წმინდა ანდრიას ეკლესია.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსული სარაკეტო თავდასხმის სამიზნე გახდა ვინიციის ოლქიც. იერიშის შედეგად, დაიღუპა 1 ადამიანი, 13 კი დაშავდა. შემთხვევის შედეგად ცეცხლი წაეკიდა საცხოვრებელ სახლს. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული.