„თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1751631681
რუსეთმა კიევზე მასირებული იერიში მიიტანა. დაშავებულია, სულ მცირე, 21 ადამიანი.
ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით თავდასხმა კიევის ოლქის ექვს რაიონში მოხდა. თავდასხმის შედეგად, დაზიანდა სარკინიგზნო ინფრასტრუქტურა. სამგზავრო მატარებლების მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დნეპროვსკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები საცხოვრებელი შენობების ეზოში და საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე დაეცა.
შევჩენკოვსკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა რვასართულიანი საცხოვრებელი დააზიანა. ხოლო გოლოსეევსკის რაიონში დაზიანდა სამედიცინო დაწესებულება.