„მომხმარებელთა საყურადღებოდ!“ - „მაგთი“ განცხადებას ავრცელებს
1775734164
რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთში დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები გაცვალეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, რუსულმა მხარემ უკრაინას 1000 დაღუპული უკრაინელის ცხედარი გადასცა, ხოლო უკრაინულმა მხარემ რუსეთს 41 დაღუპული რუსი ჯარისკაცის გვამი დაუბრუნა.
რუსეთმა და უკრაინამ სამხედროების ცხედრები ერთმანეთში ბოლოს მიმდინარე წლის თებერვალში გაცვალეს. მაშინ რუსეთმა უკრაინას 1000 დაღუპული სამხედრო გადასცა, ხოლო კიევმა მოსკოვს - 35 ცხედარი.