თურქეთში, 23 წლის ბიჭი საკუთარი ქორწილში მოკლეს
1756412736
უკრაინის დედაქალაქზე რუსეთის მასირებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა. მსხვერპლთა შორის ოთხი ბავშვია. ამის შესახებ კიევის სამხედრო საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტიმურ ტკაჩენკო ავრცელებს ინფორმაციას.
მისი ცნობით, დარტყმის ადგილას, დარნიცკის რაიონში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
როგორც ტკაჩენკო აღნიშნავს, ნანგრევებში, შესაძლოა, 10-მდე ადამიანი იყოს დარჩენილი.
თავის მხრივ, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, დაშავებულია 52 ადამიანი.
რუსეთის იერიშის შედეგად კიევში დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სახლები და საბავშვო ბაღები. ასევე, ზიანი მიადგა უკრაინაში ევროკავშირის დელეგაციის შენობას, დაზიანდა ბრიტანული საბჭოს, „რადიო თავისუფლების“, გამოცემა „უკრაინსკაია პრავდის“ ოფისები.