რუსეთის ძალებმა პოლტავაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს იერიში, დაიღუპა ერთი და დაშავდა 11 ადამიანი

უპილოტო საფრენმა აპარატებმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია

რუსეთის ძალებმა პოლტავაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს იერიში. წინასწარი ცნობებით, დაღუპულია ერთი და დაშავებულია 11 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას პოლტავის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვლადიმირ კოგუტი ავრცელებს.

დრონებით თავდასხმა განხორციელდა პოლტავის დაკომპლექტებისა და სოციალური მხარდაჭერის ტერიტორიული ცენტრის შენობაზე, რის შედეგად ცეცხლი გაჩნდა.

ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის ძალებმა უკრაინის მიმართულებით სულ 52 დრონი გაუშვეს. თავდასხმა განხორციელდა შვიდ ადგილას.