რა მდგომარეობაა ამ დროისთვის უკრაინაში

რუსეთმა კიევზე მასირებული თავდასხმა განახორციელა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის რეგიონები დაბომბეს, ქალაქების და დასახლებების მიმართულებით 150-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს, აფეთქებებია 20 სხვადასხვა ლოკაციაზე.

ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების გამო კიევის, ზაპოროჟეს და დნიპროს ოლქებს შეფერხებით მიეწოდება ელექტროენერგია.

აფეთქებებია რუსეთშიც, დრონების აფეთქების შედეგად ვორონეჟში, დაზიანებულია რამდენიმე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი, დაიღუპა ერთი ადამიანი, დაშავებულია სამი.