პუტინმა აივ ინფექციით, ჰეპატიტით და სხვა დაავადებებით ინფიცირებული ჯარისკაცები ცხელ წერტილში გაუშვა - რას ამბობენ სამხედრო ექსპერტები

vladimer putini

პუტინმა აივ ინ­ფექ­ცი­ით, ჰე­პა­ტი­ტით და სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის­გან შემ­დგა­რი და­ნა­ყო­ფე­ბი ომში საბ­რძოლ­ვე­ლად გაგ­ზავ­ნა.ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ.

ეს ჯა­რის­კა­ცე­ბი ავად­მყო­ფო­ბის აღმნიშ­ვნელ სამ­კლა­ვუ­რებს ატა­რე­ბენ და პოკ­როვ­სკის მახ­ლობ­ლად იბ­რძვი­ან.

„არ­სე­ბობს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ეს სამ­ხედ­რო­ე­ბი ყვე­ლა­ზე ცხელ წერ­ტილ­ში - პოკ­როვ­სკში იმ­ყო­ფე­ბი­ან“, - გა­ნა­ცხა­და უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ცენ­ტრის (USCC) აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა.

მი­სი­ვე თქმით, რუსი მე­დი­კო­სე­ბის მიერ არას­ტე­რი­ლი­ზე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბამ, აივ ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას შე­უ­წყო ხელი. თუმ­ცა, ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, ბრძო­ლის ველ­ზე ამ­დე­ნი ავად­მყო­ფი ჯა­რის­კა­ცის ყოფ­ნა საფრ­თხეს უქ­მნის უკ­რა­ი­ნის ძა­ლებ­საც. 

პო­როვ­სკის ფრონ­ტის ხაზ­ზე გაგ­ზავ­ნამ­დე, და­ნა­ყო­ფებ­მა წვრთნე­ბი ოკუ­პი­რე­ბულ უკ­რა­ი­ნა­ში, მათ შო­რის ხერ­სონ­სა და ზა­პო­რო­ჟი­ე­ში, ასე­ვე ყი­რიმ­ში გა­ი­ა­რეს.

უკ­რა­ი­ნა­ში მყოფ რუს ჯა­რის­კა­ცებს შო­რის აივ ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და - კარ­ნე­გის ცენ­ტრის ანა­ლი­ზის თა­ნახ­მად, 2023 წლის ბო­ლოს ვირუ­სის მა­ტა­რე­ბელ­თა რი­ცხვი 20-ჯერ მეტი იყო, ვიდ­რე ომის და­სა­წყის­ში.