NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა

იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კიევშია. ვიზიტის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ იყო გავრცელებული. სტოლტენბერგი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

„დღეს განვიხილეთ იენსის ინიციატივა შექმნას სპეციალური ფონდი უკრაინის თავდაცვის ფინანსური მხარდაჭერისთვის 100 მილიარდი ევროს ოდენობით ხუთი წლის ვადით", - თქვა ზელენსკიმ ერთობლივ ბრიფინგზე.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა იქნება ნატოში, "რადგან უკვე შეუძლებელია ევროპისა და ევროატლანტიკური საზოგადოების უსაფრთხოების წარმოდგენა უკრაინის ეფექტური მონაწილეობის გარეშე".