კიევზე რუსული დრონების შეტევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა

კიევი

კიევზე რუსული დრონების შეტევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა. ქალაქის მერის ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, შედეგად ასევე დაშავდა 36 ადამიანი.

„ექვსი მათგანი სტაციონარში იმყოფება, ხუთი მძიმე მდგომარეობაშია. დაიღუპა კიევის 6 მცხოვრები“, - დაწერა კლიჩკომ.

რუსულმა ძალებმა დრონებითა და რაკეტებით კიევსა და კიევის ოლქს 14 ნოემბერს შეუტიეს. შედეგად კიევში დაახლოებით 30 საცხოვრებელი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.

თავდაპირველად პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 4 დაღუპულისა და ათეულობით დაშავებულის შესახებ განაცხადა, რომელთა შორის ბავშვები და ფეხმძიმე ქალები იყვნენ. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მიმართულებით რუსეთმა დაახლოებით 430 დრონი და 18 რაკეტა გაუშვა, მთავარი სამიზნე კიევი იყო.

14 ნოემბრის თავდასხმის დროს უკრაინაში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა.