მონტენეგროში სამი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს
1776279062
რუსულმა მხარემ ღამის განმავლობაში თავდასხმა კიევის მიმართულებით განახორციელა. უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის მხრიდან დატყმების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, 18 კი დაშავდა, მათ შორის რამდენიმე ექიმი.
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ერთ-ერთ რაიონში რაკეტის ნამსხვრევები 16-სართულიანი შენობის მეექვსე სართულს მოხვდა. ასევე, დაზიანდა კერძო საცხოვრებელი სახლი.
ობოლონსკის რაიონში თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა ავტომობილებსაც.
კიევის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა შეტევა ბალისტიკური რაკეტით განახორციელეს.