ავარია გონიოში - არიან გარდაცვლილები
1749906957
ევროკავშირმა უნდა განიხილოს რუსული გაზის იმპორტის აკრძალვა, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters- ი ავრცელებს.
მისივე თქმით, უკრაინაში ჩადენილი დანაშაულები უპასუხოდ არ უნდა დარჩეს.
გამოცემის ინფორმაციით, ბერლინი აქამდე ეწინააღმდეგებოდა რუსეთიდან ენერგეტიკულ იმპორტზე ემბარგოს დაწესების მოწოდებას და ამბობდა, რომ გერმანიის და სხვა ევროპული ქვეყნების ეკონომიკა ძალიან არის დამოკიდებული რუსულ ბუნებრივ რესურსებზე. რუსეთი ევროპის გაზის საჭიროების 40 პროცენტს უზრუნველყოფს.