გადაწყვეტილება მიღებულია! - ევროპაში მოგზაურობის წესები შეიცვალა
1752054234
ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის საკითხის გადასაწყვეტად დიპლომატიური საშუალებები ამოიწურა.
ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ფრიდრიხ მერცის თქმით, გერმანია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.
ამასთან, გერმანიის კანცლერმა მკაცრად გააკრიტიკა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული მორიგი მასშტაბური შეტევის გამო.
მერცის შეფასებით, „რუსეთის მთავრობა არის კრიმინალური რეჟიმი, რომელიც სამხედრო ძალას იყენებს, რათა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მთელი ქვეყნის არსებობა“. მისი თქმით, „რუსეთის მიზანია უკრაინის განადგურება“.
„გერმანიის მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რომ ეს არ დაუშვას“, – განაცხადა მერცმა.
გერმანიის კანცლერმა ასევე ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო ასპარეზზე გერმანიის როლის გაზრდის მნიშვნელობაზე.
ფრიდრიხ მერცის თქმით, „გერმანია იღებს ლიდერობის პასუხისმგებლობას, რასაც ევროპა ელოდება“. ამავე კონტექსტში გერმანიის მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ ბერლინს სჭირდება პარტნიორები და ამ მხრივ მნიშვნელოვანია ევროპელ მეზობლებთან კარგი ურთიერთობების განვითარება.