დმიტრო კულება სოციალურ ქსელ twitter-ში ისრაელს, რუსული საბანკო საგადასახადო სისტემის მიერთებისთვის აკრიტიკებს

კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება სოციალურ ქსელ twitter-ში ისრაელს აკრიტიკებს.

„მაშინ, როდესაც მსოფლიო უკრაინაში ჩადენილი სასტიკი მკვლელობების გამო რუსეთს სანქციებს უწესებს, ზოგიერთები უკრაინული სისხლით გაჟღენთილი ფულის შოვნას  ამჯობინებენ.

"ელ-ალ-ისრაელი" იღებს გადარიცხვებს რუსული საბანკო სისტემით MIR, რომელიც შეიქმნა სანქციების გვერდის ასავლელად. ეს ამორალურია და  დარტყმას აყენებს უკრაინა-ისრაელის ურთიერთობებს," - წერს კულება.