ატომურ სადგურზე ნებისმიერი თავდასხმა თვითმკვლელობაა - ანტონიო გუტერეში

ანტონიო გუტერეში

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში მიიჩნევს, რომ საერთაშორისო მკვლევრებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე წვდომა უნდა მიეცეთ, რათა მისი მდგომარეობა შეისწავლონ. ინფორმაციას Guardian ავრცელებს. 

„ნებისმიერი თავდასხმა ატომურ სადგურზე არის თვითმკვლელობა”, - თქვა გუტერეშმა იაპონიაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ესაჭიროება სადგურზე წვდომა. „ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს IAEA-ს ყველა ძალისხმევაში, რათა შეიქმნას ქარხნის სტაბილიზაციის პირობები,” - თქვა გუტერეშმა.

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმაში რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს სდებენ ბრალს.