ანდრეი ერმაკს სამხედრო სამსახურის გავლის სურვილით ტერიტორიული გაწვევის არცერთი ცენტრისთვის არ მიუმართავს - უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

ანდრეი ერმაკი

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს, სამხედრო სამსახურის გავლის სურვილით ტერიტორიული გაწვევის არცერთი ცენტრისთვის არ მიუმართავს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დეპუტატ იაროსლავ ჟელეზნიაკის მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადა.

„უკრაინის მოქალაქე ანდრეი ბორისის ძე ერმაკს არ მიუმართავს არცერთი ტერიტორიული გაწვევისა და სოციალური დახმარების ცენტრისთვის სამხედრო სამსახურში სპეციალური ვადით ან კონტრაქტით მსახურების სურვილის შესახებ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

2025 წლის 29 ნოემბერს ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ ფრონტზე მიდიოდა მას შემდეგ, რაც თანამდებობა კორუფციული სკანდალისა და ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მის სახლში ჩატარებული გამოძიების ფონზე დატოვა