როდის უნდა ავიღოთ ნაძვის ხე - ნათლისღებამდე თუ შემდეგ
1767815786
ესპანურ გაზეთ El País-თან ინტერვიუში საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის ყოფილმა უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ „ამერიკელები ევროპელების იმედად აღარ არიან“.
„აშშ აღარ არის ჩვენი დიდი მოკავშირე. ჩვენ ვცხოვრობთ იმ რეალობის მორიგ ეპიზოდში, რომელიც სულ უფრო ნათელს ხდის, რომ საკუთარი თავდაცვა საკუთარი საშუალებებითვე უნდა უზრუნველვყოთ“, - აღნიშნა ყოფილმა მაღალჩინოსანმა.
„რას ვიზამთ, თუ საზღვაო ქვეითები გრენლანდიაში გადასხდებიან? მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ ტერიტორიულ მთლიანობას პატივი უნდა ვცეთ? ზოგიერთი კმაყოფილია იმით, რომ ტრამპმა „მსოფლიო პოლიციელის“ როლი მოირგო, რადგან ის იმ რეჟიმებს უმკლავდება, რომლებიც მათ არ მოსწონთ“, - დასძინა ბორელმა.