ჟენევაში ირანის დიპლომატებთან დაგეგმილი დღევანდელი შეხვედრის მიზანია, განახლდეს ბირთვული მოლაპარაკებები - საფრანგეთის საგარეო საქმეთა უწყება

საფრანგეთის საგარეო საქმეთა უწყება

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჟენევაში ირანის დიპლომატებთან დაგეგმილი დღევანდელი შეხვედრის მიზანია, განახლდეს ბირთვული მოლაპარაკებები.

აღსანიშნავია, რომ 19 ივნისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-ნოელ ბაროსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მინისტრებმა „აღნიშნეს, რომ ირანის ბირთვული და ბალისტიკური პროგრამები საფრთხეს წარმოადგენს ისრაელისთვის, რეგიონისა და ევროპისთვის“.

მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ ნებისმიერ დროს მზად არის ირანთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის.