ჟენევაში აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლებს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მიმდინარეობს, მხარეები შეტყობინებებს ომანელი შუამავლების მეშვეობით ცვლიან

მოლაპარაკებების მეორე რაუნდი

ჟენევაში აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლებს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ ირანის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.

„არაპირდაპირი მოლაპარაკებები ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის დაიწყო. მხარეები შეტყობინებებს ომანელი შუამავლების მეშვეობით ცვლიან“, – აღნიშნულია ირანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მედიის ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ამჟამად ომანელ  კოლეგასთან, ბადრ ალბუსაიდისთან საუბრობს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ირანის მოთხოვნაა სანქციების „სრულად მოხსნა” და ნდობის გამყარება თეირანის „მშვიდობიანი ბირთვული პროგრამის” მიმართ.