„ეს იყო ისეთი რამ, რასაც არ ველოდით...“ - რას წერს დარენ პრინცი ნუცა ბუზალაძესთან დაშორების შემდეგ
1785441025
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა გუშინ უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენა.
როგორც ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვის დროს განაცხადა, რაკეტა ქალაქ კრივი რიჰთან მდებარე რადუშნეს დასახლების დაბომბვისას იყო გამოყენებული.
„რადუშნეზე განხორციელებული დარტყმისას, წინასწარი მონაცემებით, რუსეთმა დიდი ხნის შემდეგ პირველად გამოიყენა ჩრდილოეთ კორეის წარმოების რაკეტა. რა თქმა უნდა, დამატებითი ექსპერტიზა ჩატარდება და ყველა გარემოება გადამოწმდება, თუმცა ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ეს ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტაა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ დაგმო რუსეთის ქმედება, თუმცა მხოლოდ დაგმობა საკმარისი არ არის. უკრაინის ლიდერი კვლავ ითხოვს კიევისთვის Patriot-ის ტიპის ანტისაჰაერო რაკეტების გადაცემას.
„უპირველეს ყოვლისა, საჭიროა Patriot-ის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტები, ასევე NASAMS-ის, IRIS-T-ის, HAWK-ისა და ჩვენი სხვა საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის საჭირო შეიარაღება. ეს ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა ჩვენი პარტნიორი, უპირველესად ამერიკელი პარტნიორები და ასევე ჩვენი ევროპელი მეგობრები, გააცნობიერებს, რომ რეალური ადამიანების სიცოცხლე დამოკიდებულია იმაზე, დაგვეხმარებიან თუ არა ისინი, დაეხმარებიან თუ არა უკრაინას“, - დასძინა მან.