ზელენსკი საახალწლო მიმართვაში: ჩვენ გვჯერა მშვიდობის, ვიბრძვით მისთვის და ვმუშაობთ მის მისაღწევად

ზელენსკი

ჩვენ გვჯერა მშვიდობის, ვიბრძვით მისთვის და ვმუშაობთ მის მისაღწევად, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საახალწლო მიმართვაში.

„კიდევ ერთი წელი გადის, რომელიც თავდადების, შეუპოვრობის, პრინციპების ერთგულებისა და უკრაინელთა ყოველდღიური ძალისხმევის ფასად მოვიპოვეთ.

ეს წელი შედგა ჩვენი დამცველების წყალობით - მათი წყალობით, ვინც მედგრად იდგა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ყველასთვის, ვინც აფასებს თავისუფლებასა და ღირსებას.

ჩვენ ერთად მივიწევთ წინ იმით, რაც ძალას გვაძლევს: გამოცდილებითა და ხსოვნით, მშობლიური სიტყვით, იმედითა და რწმენით. ჩვენ თან მიგვაქვს ერთობის უნარი და ჩვენი ადამიანობა - ის, რაც ყველაფრის მიუხედავად ცოცხლობს.

ჩვენ გვჯერა მშვიდობის, ვიბრძვით მისთვის და ვმუშაობთ მის მისაღწევად.

გილოცავთ ახალ წელს, ძვირფასო უკრაინელებო!“ - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.