მედია: ადამ კადიროვის კორტეჟი მძიმე ავარიაში მოყვა - ჩეჩნეთის ლიდერის ვაჟი საავადმყოფოში გადაიყვანეს
1768587648
უკრაინამ აშშ-თან სამშვიდობო მოლაპარაკებების კუთხით „ძალიან კარგად იმუშავა“. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხეთის პრეზიდენტთან, პეტრ პაველთან ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დონალდ ტრამპის სიტყვებს იმის შესახებ, რომ უკრაინა მოლაპარაკებების პროცესს აფერხებს.
„ჩვენ უბრალოდ ზოგიერთ საკითხში ერთ მხარეს არ ვართ. ეს გასაგებია, მე ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს ვიცავ. ულტიმატუმები კი, ჩემი აზრით, დემოკრატიულ ურთიერთობებში ის მოდელია, რომელიც არ მუშაობს“, - განაცხადა ზელენსკიმ.