ზელენსკი: ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ - რუსეთი მოემზადა დარტყმისთვის, მასირებული დარტყმისთვის

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაზე ახალი მასირებული დარტყმისთვის არის მზად.

„ამ დღეებში და მომავალშიც ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ - რუსეთი მოემზადა დარტყმისთვის, მასირებული დარტყმისთვის, და ელოდება მომენტს ამ დარტყმის მისაყენებლად.

გთხოვთ, ყურადღება მიაქციეთ ყველა საჰაერო განგაშს; თითოეულ ოლქში უნდა იყოს მზადყოფნა, რათა მაქსიმალურად ოპერატიულად მოახდინონ რეაგირება და მხარში დაუდგნენ ხალხს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.