ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას NATO-ს მოკავშირეებისგან დამატებით 14.5 მილიარდი დოლარი სჭირდება

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ქვეყანას NATO-ს მოკავშირეებისგან დამატებით 14.5 მილიარდი დოლარი სჭირდება ამერიკული თავდაცვითი აღჭურვილობის შესაძენად, რათა რუსეთის საჰაერო თავდასხმები მოიგერიოს.

ამასთან, ზელენსკი მადლობას უხდის იმ ქვეყნებს, რომლებმაც წელს უკვე 584 მილიონი დოლარი შეიტანეს უკრაინის პრიორიტეტული საჭიროებების სიაში (PURL), თუმცა, მისივე თქმით, რუსეთის თავდასხმების ფონზე ეს საკმარისი არ არის.

„უკრაინის პრიორიტეტული საჭიროებების სიის საერთო საჭიროება 2026 წელს 15 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს დაგვეხმარება, რომ რუსეთს საჰაერო ტერორის შესაძლებლობა ჩამოვართვათ. მოვუწოდებ ყველას, ვინც უსაფრთხოებით არის დაინტერესებული, შემოუერთდეს და გაზარდოს თავისი წვლილი უკრაინის პრიორიტეტული საჭიროებების სიაში“, –  აღნიშნავს ზელენსკი.