ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა არჩევნებს ჩაატარებს, თუ პუტინი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება

ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა არჩევნებს ჩაატარებს, თუ ვლადიმერ პუტინი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„გთხოვთ, უთხარით პუტინს, მოგვცეს ორი თვე, 60 დღე, შესვენება. სრული ცეცხლის შეწყვეტა, 60 დღე და ჩვენ არჩევნებს ჩავატარებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვიქნებით ნებისმიერი არჩევანისთვის, რომელსაც ჩვენი ხალხი, კერძოდ, უკრაინელი ხალხი გააკეთებს“, – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, პრეზიდენტ ტრამპის მიმართ სრული პატივისცემის მიუხედავად, სწორედ უკრაინის საზოგადოებასა და ხალხზეა დამოკიდებული, თუ რომელ ლიდერს აირჩევს.

„დიახ, ჩვენ ომში ვართ და არჩევნების ჩატარება მართლაც რთული საკითხია“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

✕