1792094214
ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში, 20 მილიონი უკრაინელი შესაძლოა ევროპაში გაიქცეს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარასკევს განაცხადა, რომ შესაძლოა 20 მილიონამდე უკრაინელი იძულებული გახდეს ევროპაში გაიქცეს, თუ მისი ქვეყანა რუსეთის ხელში ჩავარდება.
„რუსეთი გვხოცავს“, - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს, ევროკავშირის ლიდერთა სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ უკრაინელებს საკუთარი ქვეყნიდან „გამოდევნიან“.
„მათ [რუსეთს] გაჩერება არ სურთ“, - აღნიშნა მან.
რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის პირველ დღეებში მილიონობით უკრაინელმა დატოვა საკუთარი სახლი, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე სწრაფი და მასშტაბური ლტოლვილთა კრიზისი გახდა.
Eurostat-ის მონაცემებით, დღეისათვის ევროკავშირის ქვეყნებში დროებითი დაცვის სტატუსით 4 მილიონზე მეტი უკრაინელი ცხოვრობს, რომელთა უდიდესი ნაწილი გერმანიაში, პოლონეთსა და ჩეხეთშია.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზების თანახმად, მომავალ წელს უკრაინის ბიუჯეტის დეფიციტი 30-დან 35 მილიარდ დოლარამდე იქნება - იმ 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გათვალისწინებითაც კი, რომლის გამოყოფაზეც ბრიუსელი გასულ წელს შეთანხმდა.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი უკრაინის მხარდამჭერია, ბლოკის პრიორიტეტების სია გადატვირთულია ენერგომატარებლების გაზრდილი ფასებით, მოახლოებული არჩევნებით, გეოპოლიტიკური კრიზისებითა და ჩიხში შესული 2 ტრილიონი ევროს ოდენობის ბიუჯეტის განხილვით.









