დარდობენ თუ არა გარდაცვლილი ადამიანები ოჯახის წევრებზე - რას ამბობს მოძღვარი
1788810789
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლებისგან რუსული მხარის მხრიდან „მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის“ შესახებ შეიტყო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „აქსიოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, შეერთებული შტატები ზამთარში კიევისა და მოსკოვის მიერ ომის დეესკალაციის მიზნით ნაბიჯების გადადგმის და უფრო ფართო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიზნით მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობას განიხილავს.
ზელენსიმ ასევე აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინს ომის დასრულება არ სურს, თუმცა, შესაძლოა, დონალდ ტრამპმა მასზე ზეწოლა მოახდინოს.
„აქსიოსთან“ ინტერვიუში ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უიტკოფი და კუშნერი მოსკოვსა და კიევში დიპლომატიური პროცესის „განბლოკვის“ მიზნით ჩავიდნენ, თუმცა რამდენიმე ახალი იდეაც ჩაიტანეს.
უკრაინის ლიდერის თქმით, აშშ ასევე მხარს უჭერს კიევისთვის დახმარების სახით „ზამთრის პაკეტის“ გადაცემას, რომელიც მოიცავს საჰაერო თავდაცვასა და ენერგეტიკულ მხარდაჭერას.
„საქმე მხოლოდ რაკეტებს არ ეხება. საქმე ასევე ეხება თხევადი ბუნებრივი აირის და ასევე დეესკალაციის ნაბიჯებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.