ზელენსკი აცხადებს, რომ ბერლინში მიმდინარე მოლაპარაკებები პროდუქტიული იყო

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ბერლინში მიმდინარე მოლაპარაკებები არ იყო მარტივი, თუმცა იყო პროდუქტიული. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა გერმანულ-უკრაინულ ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, რუსეთი უკრაინაზე თავდასხმებს მოლაპარაკებებში ბერკეტად იყენებს.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით არცერთი ელექტროსადგური არ დარჩა, რომელზეც რუსეთს თავდასხმა არ განუხორციელებია.