რატომ არ უნდა მოკლათ გველი - როგორ მოვიშოროთ ეზოდან ისინი
1749759661
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შეიარაღების საკითხთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე უპილოტო სისტემების ინდუსტრიის ყველაზე სწრაფი და მაღალი ხარისხის განვითარების უზრუნველყოფა მოითხოვა.
„უპილოტო სისტემები აქტიურად გამოიყენება დაზვერვისთვის, კონტრშეტევისთვის, ელექტრონული ომისთვის და ტერიტორიის განაღმვისთვის. მათი გამოყენების ეფექტურობა მუდმივად იზრდება. ამ კონტექსტში აღვნიშნავ, რომ ახლა ჩვენთან იქმნება უპილოტო სისტემების ძალები, როგორც ჯარის ცალკეული დანაყოფი და აუცილებელია მათი მაქსიმალურად სწრაფი და ხარისხიანი განვითარებისა და განლაგების უზრუნველყოფა“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანამ დააგროვა კარგი გამოცდილება ასეთი დანაყოფის შესაქმნელად.
„ჩვენ ვიცით, როგორ მოქმედებს მოწინააღმდეგე. თუმცა, მთლიანობაში, არ ვფიქრობ, რომ სადმე რაღაცაში დავაგვიანეთ. უფრო მეტიც, მგონია, რომ ჩვენ დავაგროვეთ კარგი გამოცდილება ამ დანაყოფის შესაქმნელად. საუბარია კადრების მომზადებაზე, თანამედროვე აპარატების წარმოებასა და მიწოდებაზე, რომლებიც შეძლებენ ჩვენი ჯარების საბრძოლო შესაძლებლობების გაძლიერებას“, – განაცხადა პუტინმა.