თბილისის და ბათუმის აეროპორტებიდან რეისები გაუქმდა
1749889643
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა ირანსა და ისრაელს პოზიციების გადახედვისკენ მოუწოდა.
ეგვიპტელ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ვადეპულმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა საფრთხეა მთელი რეგიონისთვის, განსაკუთრებით ისრაელისთვის.
„ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავისი არსებობა და მოქალაქეების უსაფრთხოება. ამავდროულად, ჩვენი პოზიცია ცნობილია, ყველა მხარეს მოვუწოდებთ, თავი აარიდონ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს და საფრთხეში ჩააგდებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებას“, – განაცხადა ვადეპულმა.
ვადეპულის თქმით, პოზიციების გადახედვისთვის გვიან არასოდეს არის.