ვოლოდიმირ ზელენსკი: ჯეი დი ვენსი და სხვა თანამდებობის პირები მოლაპარაკებებში რომ მონაწილეობდნენ, ალბათ, უფრო ღრმად გაერკვეოდნენ, რა არის „მიწის ნაკუწი” და რა არის უკრაინის ტერიტორია

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებას უპასუხა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, ჯეი დი ვენსი მოლაპარაკებებში თავად რომ მონაწილეობდეს, უფრო ღრმად გაერკვეოდა, რა არის მიწის ნაკუწი და რა არის უკრაინის ტერიტორია.

„ვიცე-პრეზიდენტი, აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს. და ვფიქრობ, რომ ის და სხვა თანამდებობის პირები რომ მონაწილეობდნენ [მოლაპარაკებებში], ალბათ უფრო ღრმად გაერკვეოდნენ რა არის „მიწის ნაკუწი” და რა დამოუკიდებელი უკრაინის ტერიტორია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთის, უნგრეთში ვიზიტისას ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიზანშეუწონლად მიაჩნია უკრაინასა და რუსეთს შორის რამდენიმე კვადრატულ კილომეტრზე ვაჭრობა.