8 მთავარი ნაშანი იმისა, რომ სისხლძარღვებში საშიში თრომბი გაქვთ
1757448877
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ომიდან მამაკაცების მასობრივად დაბრუნების პერსპექტივას პოტენციურ საფრთხედ მიიჩნევს, – ამის შესახებ „როიტერთან“ საუბარში კრემლთან დაახლოებულმა სამმა წყარომ თქვა.
გამოცემის წყაროების თანახმად, ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ ომიდან, მათ შორის, მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები მამაკაცების დაბრუნება პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს და პრეზიდენტს ამ პროცესის ფაქიზად მართვა სურს, რათა თავიდან აიცილოს საზოგადოებისა და პოლიტიკური სისტემის დესტაბილიზაცია.
„როიტერის“ ცნობით, ვლადიმერ პუტინი ხედავს ისეთი პროცესების განვითარების რისკს, რომლებიც რუსეთში ავღანეთის ომის ვეტერანებთან დაკავშირებით მოხდა. კერძოდ, 1990-იან წლებში ბევრი მათგანი ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი გახდა.
სააგენტო წერს, რომ ომიდან დაბრუნებული მამაკაცები ვერ შეძლებენ იმ ანაზღაურებით მუშაობას, რომელსაც ამჟამად არმიაში იღებენ.
კიდევ ერთი წყარო ამბობს, რომ ვეტერანების მასობრივი დაბრუნება, შესაძლოა, საფრთხის შემცველი გახდეს რუსეთის პოლიტიკური სისტემისთვის. კრემლთან დაახლოებული მესამე წყარო აცხადებს, რომ პუტინი სერიოზულად უდგება მის მიერ გამოცხადებულ პოლიტიკას, რაც ვეტერანების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში კანდიდატებად გადაბირებას ითვალისწინებს.
„როიტერის“ ცნობით, უკრაინაში მიმდინარე ომში მონაწილე რუსების რიცხვმა ავღანეთის ომის ვეტერანების რიცხვს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. ექსპერტების შეფასებით, 2025 წლის დასაწყისისთვის რუსეთის მხარეს ომში მონაწილეობა, სავარაუდოდ, უკვე მიღებული ჰქონდა 1,5 მილიონ ადამიანს, 700 ათასი ჯარისკაცი კი ფრონტზე რჩება.
უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, 120-დან 180 ათასამდე რუსი უკრაინაში საომრად ციხეებიდან წავიდა.