ვლადიმერ პუტინი, დონალდ ტრამპის ლიმუზინში ჩაჯდა - მედიის ცნობით, ეს ნაბიჯი უჩვეულოა

პუტინი

პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ლიმუზინში ჩაჯდა, როდესაც ისინი ასაფრენი ბილიკიდან შეხვედრისთვის გაემართნენ. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

მედიის ცნობით, ეს ნაბიჯი უჩვეულოა. მათვე ინფორმაციით, როდესაც ტრამპს სურდა, რომ ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი კიმ ჩენ ინი მას მანქანაში შეერთებოდა 2018 წელს, სინგაპურში გამართული შეხვედრის დროს, თანაშემწეებმა ეს იდეა გადააფიქრებინეს.

როგორც CNN-ი წერს, ტრამპისთვის ეს სხვა ეპოქაა, განსხვავებული მრჩევლებითა და მიზნებით. მიუხედავად იმისა, რომ მათი პირისპირ შეხვედრა გაფართოვდა და მრჩევლებიც დაესწრებიან, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ტრამპს და პუტინს კვლავ ექნებათ მარტო ყოფნის შესაძლებლობა - თუნდაც ეს მხოლოდ მოკლე მანქანით გასეირნება იყოს.

აღსანიშნავია ისიც, რომ აშშ-ში ჩაყვანილია რუსული წარმოების, ბრონირებული "აურუსის" ტიპის ავტომობილები, რომლითაც პრეზიდენტი პუტინი გადაადგილდება. პუტინის კორტეჟი, რომელიც რამდენიმე "აურუსისგან" შედგებოდა, ასაფრენ ბილიკზე მის ჩამოფრენამდე რამდენიმე წუთთ ადრე გამოჩნდნენ.