ქუთაისში, დააკავეს ბებია, რომელმაც 2 წლამდე ბავშვს TikTok ლაივში სცემა
1756720265
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა და განუცხადა, რომ თურქეთი რუსეთისთვის „საიმედო პარტნიორია“.
შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ „რუსეთ-თურქეთის ენერგეტიკული პარტნიორობა სტრატეგიული ხასიათისაა“.
მისი თქმით, რუსეთი თურქეთისთვის ბუნებრივი აირის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია. ამასთან, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მადლობას უხდის თურქეთს რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარების მცდელობაში შეტანილი წვლილისთვის.
„მაისიდან სტამბოლში რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების სამი რაუნდი გაიმართა, რამაც ხელი შეუწყო პროგრესის მიღწევას რიგ პრაქტიკულ ჰუმანიტარულ საკითხებში“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ის სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებს ომის მშვიდობიანად მოგვარებისთვის ხელშეწყობად მიიჩნევს.