Google-ს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში სერიოზული შეფერხება აქვს - რა დეტალებია ცნობილი
1756972138
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. სამედიცინო დაწესებულებას ირაკლი დავითაშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც თანამშრომლებს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ წარუდგინა.
მინისტრმა ცენტრის ახალ ხელმძღვანელს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდება.
„ირაკლი დავითაშვილს, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება გააჩნია. მას ჯანდაცვის სამინისტროში არაერთ მნიშვნელოვან პოზიციაზე აქვს ნამუშევარი.
მინისტრმა, გაწეული მხარდაჭერის, თანამშრომლობისა და პროდუქტიული მუშაობისთვის, მადლობა ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელ ლევან ჩაკვეტაძესაც გადაუხადა“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.