ვლადიმერ მედინსკი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინისგან სამშვიდობო მემორანდუმის კიევის ვარიანტი მიიღო

მედინსკი

რუსეთმა უკრაინისგან სამშვიდობო მემორანდუმის კიევის ვარიანტი მიიღო. ამის შესახებ მედიას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმერ მედინსკიმ განუცხადა. მედინსკი უკრაინასთან მოლაპარაკებებში რუსულ დელეგაციას ხელმძღვანელობს.

როგორც რუსული მედია წერს, მემორანდუმი რუსეთს უკრაინულ და ინგლისურ ენებზე გადაეცა .

„რუსეთის დელეგაციამ ადრე მიიღო უკრაინისგან მშვიდობიანი მოგვარების შესახებ მემორანდუმის მისი ვარიანტი. ჩვენ გავუმკლავდით. ჩვენს დელეგაციაში არიან ადამიანები, რომლებმაც იციან განსხვავებული ენები. სხვათა შორის, ორი მათგანი თავისუფლად ფლობს იაპონურს“,- აღნიშნა მედისნკიმ.

ცნობისთვის, რუსეთის დელეგაცია მოლაპარაკებების მეორე რაუნდის წინ სტამბოლში უკვე ჩავიდა.