1755869287
ვიქტორ ორბანმა მილსადენზე უკრაინის თავდასხმის შესახებ დონალდ ტრამპს აცნობა, საპასუხოდ ტრამპმა აღნიშნა, რომ თავდასხმის გამო გაბრაზებულია - უნგრული მედია

უნგრული მედია Magyar Nemzet ავრცელებს დონალდ ტრამპისადმი ვიქტორ ორბანის მიწერილ წერილს მილსადენ „დრუჟბაზე“ უკრაინის თავდასხმის შესახებ. მედია ასევე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პასუხსაც აქვეყნებს.
„ხუთი დღის წინ, პრეზიდენტ ტრამპსა და პუტინს შორის ალასკაში ისტორიულ სამიტის წინ უკრაინამ განახორციელა დრონით დარტყმები მილსადენ „დრუჟბაზე“. ეს მილსადენი ამარაგებს უნგრეთს და სლოვაკეთს, ორ ქვეყანას, რომლებსაც ნედლი ნავთობის იმპორტის სხვა საშუალება არ აქვთ. უნგრეთი მხარს უჭერს უკრაინას ელექტროენერგიით და ბენზინით, საპასუხოდ კი ისინი ბომბავენ ინფრასტრუქტურას, რომელიც გვამარაგებს. ეს ძალიან არამეგობრული ნაბიჯია! ჩვენ ვუსურვებთ პრეზიდენტ ტრამპს წარმატებას მშვიდობისკენ სწრაფვაში“, – წერს ვიქტორ ორბანი.
„ვიქტორ, ძალიან არ მომწონს ამის მოსმენა, ძალიან გაბრაზებული ვარ ამის გამო. გადაეცი სლოვაკეთს, რომ ჩემი დიდი მეგობარი ხარ“, – წერს, გამოცემის ცნობით, ტრამპი პასუხად.
დღეს უნგრეთის საგარეო საქემთა მინისტრმა, პეტერ სიარტომ განაცხადა, რომ ნავთობსადენ „დრუჟბაზე“ კვლავ განხორციელდა თავდასხმა, რის გამოც უნგრეთში ნავთობის მიწოდება კვლავ შეჩერებულია. უნგრეთის და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროკავშირს მოუწოდეს, ნავთობსადენ „დრუჟბაზე“ უკრაინის თავდასხმების ფონზე მათი ენერგოუსაფრთხოება უზრუნველყოს.
გავრცელებული ცნობით, მილსადენ „დრუჟბაზე“ თავდასხმა უკრაინის უპილოტო სისტემებით 18 აგვისტოს ღამითაც განხორციელდა.