FDA-მ დაამტკიცა წონაში კლების აბები, რომლის მიღებაც დღის ნებისმიერ მონაკვეთშია შესაძლებელი
1775575207
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროპელებს, განსაკუთრებით კი ბრიუსელს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივები რომ არ დაებლოკათ, უკრაინაში მშვიდობა დიდი ხანი დამყარდებოდა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან ბუდაპეშტში გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს ორბანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ტრამპი 2022 წელს რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, უკრაინაში ომი არ დაიწყებოდა.
„ჩვენ ვსაუბრობდით შეერთებული შტატების ძალისხმევაზე [უკრაინაში] მშვიდობის მიღწევის მიმართულებით. უნგრეთი ყოველთვის მხარს უჭერდა აშშ-ს და პირადად პრეზიდენტ ტრამპს, მის სამშვიდობო ინიციატივებს. უკვე ოთხი წელია ომის ჩრდილში ვცხოვრობთ და დარწმუნებულები ვართ, რომ 2022 წელს ტრამპი რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, ომი არ გვექნებოდა. ის არ დაიწყებოდა. ევროპელებს, განსაკუთრებით კი ბრიუსელს პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივები რომ არ დაებლოკათ, უკრაინაში მშვიდობა დიდი ხანი დამყარდებოდა“, - განაცხადა ორბანმა.