1761579368
ვიქტორ ორბანი აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს შეცდომად მიიჩნევს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი შეცდომად მიიჩნევს აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს. ამის შესახებ ვიქტორ ორბანმა La Repubblica-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ორბანის თქმით, ის მალე ეწვევა ვაშინგტონს, რათა დონალდ ტრამპთან განიხილოს რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საკითხი.
„ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, როგორ ავაშენოთ მდგრადი სისტემა ჩემი ქვეყნის ეკონომიკისთვის, რადგან უნგრეთი ძალიან არის დამოკიდებული რუსულ ნავთობსა და გაზზე. მათ გარეშე ენერგომატარებლების ფასები ცაში აიწევს, რაც გამოიწვევს ჩვენი მარაგების დეფიციტს“, – აღნიშნა მან.
ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ წავიდა ტრამპი „ზედმეტად შორს სანქციების დაწესებით და ხომ არ დაუშვა ტრამპმა შეცდომა“, ორბანმა დადებითად უპასუხა. „უნგრული თვალსაზრისით, დიახ. ამიტომ ჩვენ ვეცდებით, ვიპოვოთ გამოსავალი, განსაკუთრებით უნგრეთისთვის“, – თქვა უნგრეთის პრემიერმა.









