ვიქტორ ორბანი 28 ნოემბერს ვლადიმერ პუტინს შეხვდება - მედია

ვიქტორ ორბანი

მედიის ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი 28 ნოემბერს მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

უნგრეთის მთავრობას აღნიშნული ინფორმაცია  ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუდასტურებია. ადგილობრივ მედიას განუცხადეს, რომ საზოგადოებას ვიქტორ ორბანის საზღვარგარეთ ვიზიტების შესახებ „ჩვეული პროცედურის მიხედვით“ შეატყობინებენ.

ცნობისთვის, ვიქტორ ორბანი და ვლადიმერ პუტინი ბოლოს 2024 წლის ივლისში შეხვდნენ ერთმანეთს. პირისპირ მოლაპარაკებები მოსკოვში გაიმართა.

ამასთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ამ თვის დასაწყისში ვაშინგტონში დონალდ ტრამპსაც შეხვდა. მედიაში მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოქტომბერში უნგრეთში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრაც უნდა გამართულიყო, თუმცა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ის გააუქმა.