ვინ იყო ლეგენდარული „სისხლიანი მერი"

სისხლიანი მერი

მსოფლიოში უამრავი ლეგენდა არსებობს, მათგან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არის ლეგენდა „სისხლიან მერიზე".

არსებობს „სისხლიანი მერის"  ყველაზე გავრცელებული 3 ისტორია:

  • პირველი ვარიანტის თანახმად, მერი ულამაზესი გოგონა იყო, რომელსაც მთელი ქალაქი იცნობდა.  როცა მერი გაიზარდა, მას ქირურგი შეუყვარდა, რომელიც ცუდი ადამიანი აღმოჩნდა.  ლეგენდის თანახმად, ქირურგმა მერი დაასახიჩრა და თვალები ამოთხარა. ამის შემდეგ მერიმ შური იძია -  მისი სული გაბოროტდა, ის ქირურგს სარკეში გამოეცხადა და მასაც თვალები ამოთხარა. ამის შემდეგ მერი ადამიანებს სარკეში ეცხადება.
  • ლეგენდის მეორე ვარიანტი გაცოცხლებულია ცნობილ, საშინელებათა ფილმში - ქალაქური ლეგენდები 3.

    მეორე ლეგენდის თანახმად, სკოლის წვეულებაზე დაპატიჟებულ მერი ბანერსა და მის მეგობარს ორი ბიჭი აეკიდა. მერის მეგობარმა მათგან თავის დაღწევა მოახერხა - მერიმ გაქცევა ვერ შეძლო. როდესაც ბიჭებმა ძალის გამოყენებით ის მეორე ოთახში გაიყვანეს - მათ თავზე სკოლის დაცვა დაადგათ. 

    ამ დროს ბიჭმა მერის კისერი მოუგრიხა და სკივრში ჩატენა. ლეგენდის მიხედვით, სკივრი ისევ არსებობს და მერის სული იცოცხლებს იქამდე, სანამ ეს სკივრი არ გაიღება. თუ ლეგენდას დავუჯერებთ ის ბიჭი და მისი მეგობარი იმ დღესვე გაუჩინარდნენ, ხოლო მერის მეგობარი გოგონა კი ტელეპატიური ნიჭით დაჯილდოვდა და ყოველდღე ელაპარაკებოდა მერის აჩრდილს.

 

  • მესამე ვერსიის მიხედვით, მერის ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. მშობლების დახოცვის შემდეგ ის კლინიკაში იყო გამოკეტილი. ლეგენდის თანახმად, მერის კლინიკის დაცვის წევრი შეუყვარდა და მისგან. ბავშვიც ეყოლა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მერის ახალშობილი გაზრდის საშუალება არ ჰქონდა, დაწესებულების თანამშრომლებმა ის გააშვილეს. ეს ამბავი მერიმ ძალიან განიცადა და  მეორე დღეს თავი ჩამოიხრჩო. ამბობენ, რომ მას  მერე, როცა სარკესთან ვინმე იტყვის რამდენჯერმე “mary worth i killed your baby” მას მერის შურისძიება დაატყდება თავზე.

ასევე ნახეთ:

სოციალურ ქსელში დაწყებული კონფლიქტი - თბილისის ცენტრში, 19 წლის ბიჭი თანატოლმა დანის ერთი დარტყმით მოკლა

VIDEO: როგორ გამოიყურება ე.წ. მეტრო, საიდანაც "ჰამასი," ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმებს გეგმავს - რა ხდება ღაზის მიწისქვეშა გვირაბებში

დღეიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება - დეტალები