ვინ არიან მგზავრები, რომლებიც გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავზე იმყოფებიან

ტიტანი

რამდენიმე დღეა, რაც ამერიკელი და კანადელი სამხედროები და მაშველები განაგრძობენ ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებული წყალქვეშა აპარატის, „ტიტანის" ძებნას, რომელიც მგზავრებთან ერთად გაუჩინარდა. მას ტურისტები „ტიტანიკის" ნამსხვრევების სანახავად გადაჰყავდა. 

უცხოური მედიის ინფორმაციით, „ტიტანში" იმყოფებიან ბრიტანელი მილიარდერი და მკვლევარი ჰამიშ ჰარდინგი, ჩაძირული „ტიტანიკის“ კვლევის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ფრანგი მყვინთავი პოლ ანრი ნარჟოლე, პაკისტანელი ბიზნესმენი შაჰზადა დავუდი და მისი ვაჟი სულეიმანი და აპარატის მფლობელი კომპანია OceanGate-ის დამფუძნებელი სტოკტონ რაში.

1912 წელს ჩაძირული „ტიტანიკის“ დასათვალიერებლად ექსპედიცია იწყება კანადის ნიუფაუნდლენდიდან და გრძელდება უშუალოდ კატასტროფის რაიონში, სადაც 5-ადგილიანი წყალქვეშა აპარატი ატლანტის ოკეანეში 3800 მეტრის სიღრმეზე ეშვება. ტურის ღირებულება თითო კაცზე 250 000 დოლარია.

ასევე ნახეთ:

👉ოკეანეში დაკარგული მილიარდერის ცოლი „ტიტანიკის“ მგზავრების შთამომავალია - The New York Times

👉რძალს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და მასზე იძალადა, შემდეგ კი მკვლელობა სცადა

👉მცხეთასთან მანქანა კედელს შეეჯახა და აფეთქდა - არის მსხვერპლი

👉VIDEO: როგორ გამოიყურება წყალქვეშა ნავი ,,ტიტანი“, რომელიც მგზავრებთან ერთად გაუჩინარდა - ნახეთ, კადრები