აავსეთ ჭიქა წყლით და უთხარით თქვენი სურვილები – ნათლისღების წყლის ძალას სასწაულის მოხდენა შეუძლია
1768765461
პენსილვანიის შტატში 11 წლის მოზარდმა, კლეიტონ დიტცმა, სათამაშო კონსოლის Nintendo Switch-ის გამო მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, მამინაცვალი დუგლას დიტცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ამის შესახებ გამოცემა People იუწყება.
„მე მამა მოვკალი“, - აღიარა ბიჭმა ჩხუბის შემდეგ და გამოძიების დროსაც დაადასტურა თავისი ქმედება.
ინციდენტი ღამით მოხდა: მამამ ძილის წინ შვილს სათამაშო კონსოლი ჩამოართვა, რამაც კონფლიქტი გამოიწვია. ბავშვმა სეიფის გასაღები იპოვა, აიღო მამის რევოლვერი და მძინარე მშობელს ესროლა. დაღუპულის მეუღლემ, ჯილიან დიტცმა, განაცხადა, რომ გასროლის ხმაზე გაეღვიძა.