აიღეთ სუფთა დაფნის ფოთოლი... - რა უნდა გააკეთოთ 18 იანვრის ღამეს, რომ ფინანსური კეთილდღეობა მოიპოვოთ

დაფნა

„18 იანვარს, გველოდება ის განსაკუთრებული ახალი მთვარე, რომელიც აყალიბებს 2026 წლის ენერგეტიკულ საფუძველს“ - წერს სოციალურ ქსელში მინეროლოგი თამარ იოსელიანი და გვიზიარებს რიტუალს, რომელიც ფინანსური კეთილდღეობის მოსაზიდად უნდა შეასრულოთ.

„შეხსენება ახალმთვარეობაზე — 18 იანვარი, კვირა!!! ახალი მონაწილეებისთვის: აიღეთ სუფთა დაფნის ფოთოლი — ცარიელი ან წარმოდგენილი რუნული სკრიპტით ფინანსური სწრაფი ზრდისთვის (შესაძლებლობები, შანსები და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება — ფულის მოძრაობის ენერგია). რუნები Dagaz და Fehu ჩადეთ საფულეში და შეინახეთ მომდევნო ახალმთვარეობამდე.

თუ საფულეს არ იყენებთ — დატოვეთ დაფნის ფოთოლი ფანჯრის რაფაზე (ისევ და ისევ — მომდევნო ახალმთვარეობამდე). ვინც უკვე მუშაობს ამ პრაქტიკით: კვირას ვწვავთ ძველ დაფნის ფოთოლს, ფერფლი სასურველია ქარს გაატანოთ — დაე, კეთილდღეობა მოიტანოს. ახალ დაფნის ფოთოლს კი მხოლოდ ორშაბათს ვდებთ“, – წერს თამარ იოსელიანი.

მინეროლოგი 18 იანვარს შესასრულებელი კიდევ ერთი რიტუალის შესახებ წერს, ეს რიტუალი წყლის მიღებას უკავშირდება.

„ნათლისღების ნაკურთხი წყალი — წყალი არის სიცოცხლის წყარო, რომელსაც გააჩნია უნიკალური სტრუქტურა. მისი მოლეკულები ერთმანეთს სხვადასხვა ფორმაში აერთიანდებიან და იცვლიან თავის თვისებებს ახლო ზემოქმედების მიხედვით. სწორედ ამიტომ წყალში შესაძლებელია ინფორმაცია ჩავწეროთ, დავმუხტოთ ჩვენი მიზნებით და განზრახვებით, როგორც მაგნიტურ ლენტაზე.ძირითადი წესები:ასევე წყალი: შეიძლება გამოყენებული იყოს ყინულისგან ჩამომდნარი წყალი; ჩვეულებრივი ონკანის წყალი ნაკლებად ეფექტურია.დალევა: რეკომენდებულია გამოღვიძებისთანავე, ძილის წინ ან კვების შემდეგ 1–1.5 საათში.განზრახვა: თუ თქვენი აზრები მკურნალობას ან საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება, წყალი იღებს მკურნებელ თვისებებს.პროცედურა:წერეთ ან წარმოთქვით თქვენი მიზნები:ერთი სიტყვა ან წინადადება, მაგალითად: „მადლობა“, „მე შენ მიყვარხარ“, „გამარჯობა“.ტექსტის წერა ქაღალდის ფურცელზე ან სიტყვების წარმოთქმა ჭიქაზე ატარებს დამატებით ენერგიას წყალში.მუხტვა: ხელისგულებით დაიჭირეთ ჭიქა. თქვენი ენერგია აძლიერებს წყლის განზრახვას.ეფექტი: დალევის შემდეგ ინფორმაცია გავრცელდება მთელ სხეულში და გააქტიურდება ბიოენერგეტიკული სისტემა.შენიშვნა:არაუშავს, თუ ენერგიას პირველ წუთებში ვერ იგრძნობთ. შედეგი შესამჩნევი გახდება 1–3 კვირის ვარჯიშის შემდეგ. საკმარისია უბრალოდ ჭიქა ხელში დაიჭიროთ, წყალს მიეცით თქვენი განზრახვა.შედეგი: თქვენ ფლობთ ძლიერ ტექნიკას, რომელიც მუშაობს გენერატორივით - „ჭიქა წყალი“ - წერს თამუნა იოსელიანი.