აავსეთ ჭიქა წყლით და უთხარით თქვენი სურვილები – ნათლისღების წყლის ძალას სასწაულის მოხდენა შეუძლია
1768765461
ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ ტარიფების დაწესების მუქარას შეცდომას უწოდებს იტალიის მთავრობის მეთაური. ჯორჯია მელონის თქმით, ის ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტს და მიიჩნევს, რომ გრენლანდიის გარშემო შექმნილი ვითარება არასათანადოდ მკაფიო კომუნიკაციის შედეგია. მისივე თქმით, გრენლანდიის გარშემო შექმნილი ვითარება NATO-ს ჩარჩოში უნდა განიხილებოდეს.
ემანუელ მაკრონი კი ამბობს, რომ ტარიფებით მუქარა მისთვის მიუღებელია.
"არანაირი დაშინება და მუქარა არ იმოქმედებს ჩვენზე არც უკრაინაში, არც გრენლანდიაში და არც სხვაგან მსოფლიოში, როდესაც ასეთ სიტუაციებს ვაწყდებით. ტარიფების თაობაზე მუქარა მიუღებელია და არ აქვს ადგილი ამ კონტექსტში. ევროპელები მათ ერთიანად და კოორდინირებულად უპასუხებენ. ჩვენ ვიცით, როგორ უნდა დავიცვათ ევროპული სუვერენიტეტი. სწორედ ამ სულისკვეთებით ვისაუბრებ ევროპელ პარტნიორებთან", - აცხადებს ემანუელ მაკრონი.
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, 10%-იანი ტარიფები, აშშ-ში გაგზავნილ ნებისმიერ საქონელზე, დაუწესდება: დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, გაერთიანებულ სამეფოს, ნიდერლანდებსა და ფინეთს. ბრძანება კი ძალაში 1-ლი თებერვლიდან შევა.
"ამ ქვეყნებმა, რომლებიც ამ ძალიან საშიშ თამაშს თამაშობენ, რისკის ისეთ დონეზე აიყვანეს საქმე, რომელიც არ არის მდგრადი. ამიტომ, გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად, აუცილებელია მკაცრი ღონისძიებების მიღება, რათა ეს პოტენციურად სახიფათო სიტუაცია სწრაფად და ყოველგვარი კითხვის გარეშე დასრულდეს", - აცხადებს დონალდ ტრამპი.