VIDEO: 16 წლის ბიჭმა გადაარჩინა მოზარდი, რომელიც ტალღებმა ჩაითრია - ამაღელვებელი კადრები კალიფორნიიდან

16 წლის ბიჭმა გადაარჩინა მოზარდი, რომელიც ტალღებმა ჩაითრია

კალიფორნიის სანაპიროზე მომხდარი დრამატული შემთხვევის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში ვირუსულად ვრცელდება.

კადრებში ჩანს, როგორ ცდილობს 16 წლის მაშველი, სახელად რაიდერი, ძლიერი დინებისა და უზარმაზარი ტალღების მიუხედავად, დახრჩობის საფრთხეში მყოფი ბავშვის გადარჩენას.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ბავშვი ტალღებმა ზღვაში შეითრია. რაიდერი დაუყოვნებლივ შევიდა წყალში მის დასახმარებლად, თუმცა ძლიერი დინების გამო ორივე სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობაში აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა მაშველს ბავშვისთვის ხელი არ გაუშვია და ბოლომდე ცდილობდა მის ნაპირზე გამოყვანას.

შემთხვევის თვითმხილველებმა მათ დასახმარებლად წყალში ცოცხალი ჯაჭვის შექმნა სცადეს, თუმცა მძლავრმა ტალღებმა ისინი წააქცია და იძულებულები გახდნენ, სამაშველო მცდელობა შეეწყვიტათ.

საბოლოოდ, რაიდერმა ბავშვი ნაპირთან მაინც მიიყვანა, სადაც მათ კიდევ ერთი მაშველი დახვდა და უსაფრთხოდ ამოიყვანა.

თვითმხილველების შეფასებით, ეს ერთ-ერთი ყველაზე გმირული სამაშველო ოპერაცია იყო, რომლის ხილვაც ოდესმე მოუწიათ.

ინციდენტის ვიდეო სოციალურ ქსელ X-ზე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ვაჟმა, ერიკ ტრამპმაც გააზიარა. მან საჯაროდ მოუწოდა ხელისუფლებას, 16 წლის მაშველი რაიდერი უმაღლესი სამოქალაქო ჯილდოთი დააჯილდოოს მისი გამბედაობისა და თავდადებისთვის.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by CNA (@channelnewsasia)