თამუნა მუსერიძე იმ ქალს, მიმართავს, რომელიც ამჟამად მისი ყოფილი მეუღლის გვერდითაა
1778442755
რუსეთი, შესაძლოა, სანქციების შემსუბუქების ან მოხსნის სანაცვლოდ ცეცხლის გრძელვადიან შეწყვეტაზე დათანხმდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-სა და ევროპას მოუწოდა, შეინარჩუნონ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები და წინააღმდეგობა გაუწიონ მოსკოვის მცდელობებს, შეარბილოს ისინი.
„ვფიქრობ, რუსეთს შეუძლია ცეცხლის შეწყვეტის საკითხი წამოჭრას ცალკეული საწარმოებისთვის სანქციების მოხსნის სანაცვლოდ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის მტკიცებით, მისთვის ცნობილია, რომ რუსები SWIFT-ის სისტემის გამოყენებაზე აკრძალვის მოხსნის საკითხს აყენებენ, რათა მათმა ბანკებმა ფუნქციონირება შეძლონ.
„ეს ყველაფერი უკრაინისთვის დიდ რისკს წარმოადგენს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.